вторник, 16 ноября 2010 г.

მდინარე ალგეთი

         მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, თეთრი წყაროსა და მარნეულის რაიონებში, არის მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სიგრძეა 108 კმ, აუზის ფართობი - 763 ათ. კვ. კმ.
სათავეს იღებს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კლდეკარის მთასთან ახ¬ლოს, ზ.დ. 1900 მ სიმაღლეზე. ზემო დინებაში მიედინება ღრმა და კლდოვან ხეობაში, რომელიც ტყი¬თაა შემოსილი. თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში ტყეები ყველაზე უკეთ სწორედ აქ, ალგეთის (აგრეთვე დიღმისწყლის) ხეობაში არის შემორჩენილი. ფოთლოვანი ჯიშების გარდა და¬მახასიათებელია ნაძვიც. მანგლისის მერიდიანის აღმოსავლეთით არსად საქართველოში ნაძვის ტყეები (ბუნებრივად) არ ხარობს. ქ. მარნეულის ქვემოთ მდინარე მიედინება ქვემო ქართლის ვაკეზე და მტკვარს უერთდება სოფ. ქესალოსთან (მარნეულის რ-ნი). საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის ნად-ნობი წყლებით. წყალდიდობა ახასიათებს გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში.
        მდინარის ზემო წელის აუზში მდებარეობს ალგეთის ნაკრძალი. მართალია, მისი ტერი¬ტო¬რიის უდიდესი ნაწილი (თითქმის 90%) ტყითაა შემოსილი, მაგრამ აქ თითქმის არ გვხვდება ხელუხლებელი ტყე. ამავდროულად 1980-იან წლებში ტყე ძლიერ დაზიანდა მავნებლებით (ნაძვის დიდი ლაფანჭამია). მეცნიერული თვალსაზრისით ნაკრძალი მეტად საინტერესო ობიექტია, ვინაიდან აქ გვხვდება (ისევე, როგორც თრიალეთის ქედის თითქმის მთელ სამხრეთ ფერდობზე) კოლხური, ჰირკანული, წინააზიური, ირანული, კავკასიური ფლორის ელემენტები. ამიტომ უწოდეს ამ ტერიტორიებს ბოტანიკოსებმა “ფლორისტული კვანძი”.
        ალგეთის ზემო დინებაში ხშირია კლდოვანი მასივები, რომლებიც წარმოქმნილია მტკიცე (პორ¬ფირიტული) ქანებით. კლდეების ძნელად მისადგომობის გამო შუა საუკუნეებში აქ, სამხედრო ნაგებობები იყო აგებული. მაგალითად, ბირთვისის ციხესიმაგრე სოფ. ტბისთან (თეთრი წაყ¬როს რ-ნი). ციხისაკენ მიმავალი მარშრუტი მიხვეულ-მოხვეულ გზას მიუყვება მრავალრიცხოვან კლდე¬ებსა და ღარებს შორის. ამიტომ ითვლებოდა იგი აუღებელ ციხესი¬მაგ¬რედ, რომლის მფლობელიც ფაქტობრივად ბატონობდა მთელ ალგეთის ხეობაზე. ბირთვისი ბარათაშვილების ფეოდალური საგვარეულო იყო.
        ალგეთის ხეობაში მდებარეობს დაბა მანგლისი (ამიტომ ამ ხეობას მანგლისის ხევსაც უწოდებდნენ) და ქ.მარნეული. მანგლისში მდებარე ეკლესია, როგორც ვახუშტი ბაგრატიონი გვამცნობს, არასდროს არ შემუსვრილა მტრისაგან გუმბათის სამხრეთ მხარეს არსებული გამოსახულების გამო: “სამხრით გუნბათსა შინა მაჰმად, ლომსა ზედა მჯდომარე დახატული. იტყვიან, მის გამო მაჰმადიანთა არა შეუმუსრავთ”.
        ალგეთის ხეობა ცნობილია იმითაც, რომ დაბა მანგლისთან ახლოს მდებარეობს სახალ¬ხო გმირის არსენას გამოქვაბული.



Комментариев нет:

Отправить комментарий