вторник, 16 ноября 2010 г.

მდინარე ტანა

      მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერ¬დობზე, გორის რაიონში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სიგრძეა 39 კმ, აუზის ფართობი 382 კვ.კმ. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზ.დ. 2000 მ სიმაღლეზე. მტკვარს ერთვის ქ. გორის მახ¬ლობლად. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლებით. წყალდიდობა ახასიათებს გა¬ზაფ¬ხულ¬ზე, წყალმოვარდნა - ზაფხულში. თუმცა ადრე მდინარისათვის არ იყო დამახასიათებელი წყლის დონის ძლიერი მომატება. საქმე იმაშია, რომ XIX საუკუნის მეორე ნახევარში აქ გაუჩეხიათ ტყეები. ამიტომ ძლიერი წვიმების დროს ხრიოკი ადგილებიდან ჩამორეცხილი წყლები ხეობაში იყრის თავს და იწვევს წყალდიდობას. ამაზე უთქვამთ: “ადიდებულა ტანაო, მთები თან მოიტანაო”. მდინარის წყალს იყენებენ სარწყავად. მდინარის ზემო ხეობა შემოსილია წიფლნარი და მუხნარ-რცხილნარი ტყეებით, ხოლო ქვემო ხეობა - უროიანი, ვაციწვერიანი და ჯაგეკლიანი სტეპებით. სახელწოდება “ტანა”, “ატენი” დაკავშირებული უნ¬და იყოს სიტყვა “კლდესთან”. ტინი ეს პიტალო კლდეა. როგორც სულხან-საბა ორბელიანი განმარტავს “ტი¬ნი არს კლდე დიდი, მაგარი და დაუმშხალველი”. ამავე სახელწოდების მდინარე და ტბა მდებარეობს აფრიკაში, კენიასა და ეთიოპიაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий